ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 6.4 პროცენტით გაძვირდა

ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 6.4 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის ივნისში, წინა თვესთან (მაისთან) შედარებით, 1.2%-ით გაიზარდა, ხოლო 2018 წლის ივნისთან შედარებით 6.4%-ით არის გაზრდილი.

2019 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ფასები 1.1%-ით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც მთლიანი ინდექსის კლებაზე 0.9% პუნქტით აისახა. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე – 2%-ით.. ფასების 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 8.8%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (9.6%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (8.5%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 8.6%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *