ისუნთქე, იცხოვრე, დაისვენე

Forbes-WEB-22060208

ადამიანები დიდი ხანია, დედამიწაზე ვცხოვრობთ. სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან შედარებით, ჩვენ ყველაზე განვითარებულ არსებებად ჩამოვყალიბდით. ევოლუციურმა პროცესებმა, კლიმატურმა ცვლილებებმა და სხვადასხვა ფაქტორმა დედამიწაზე ლიდერობის გამოხატული უფლება მოგვანიჭა. ამ უფლებას პასუხისმგებლობაც მოჰყვა, მაგრამ ეს დავივიწყეთ… ამან კი დედამიწაზე ცვლილებები გამოიწვია.

21-ე საუკუნე კომფორტისა და ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაა. განვითარება ყოველდღიურად, შეუჩერებლად მიიწევს წინ. მეცნიერების ყოველ აღმოჩენას ახალი აღმოჩენა მოჰყვება… მაგრამ ის, რაც თითოეულმა ჩვენგანმა აღმოვაჩინეთ და საკუთარ თავზე ვცდით, მეცნიერების დახმარების გარეშე მოხდა. ჩვენ გვაკლია სუფთა ჰაერი, რომელიც სიცოცხლისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

სუფთა ჰაერის, იმავე ჟანგბადის დეფიციტი დღეისათვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს მთელ მსოფლიოში. მრავალმა ქვეყანამ მიმართა სხვადასხვა ხერხს ამ პრობლემის მოსაგვარებლად:  საწვავის მოხმარებაზე მოთხოვნის შემცირება, ხარისხიანი ფილტრაციის სისტემა, ელექტროტრანსპორტი, გამართული ავტომობილები, ეკოლოგიაზე ზრუნვა, რეკრეაცია – მეთოდები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრებისათვის გადამწყვეტია.

ზაფხული კარზეა მომდგარი. ბევრი ჩვენგანი მზად არის უჰაერო ცხელ დღეებთან გასამკლავებლად. ზოგი ქალაქიდან გადის, ზოგი კონდიციონერის იმედად არის…

აუზი, მზის რუჯი, კარგი განწყობა – ეს უკონკურენტო გადაწყვეტილებაა.

რაც უნდა კარგზე და სასიამოვნოზე ვიფიქროთ, უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს თბილისს სუფთა ჰაერის სერიოზული დეფიციტი აქვს. ის სულის შემხუთველი დღეები, რომლებიც ცოტა ხანში იწყება, არა ზაფხულით, არა მზით და არა ტემპერატურითაა გამოწვეული, ამას უჟანგბადობა იწვევს, როდესაც გამონაბოლქვს შეჭმული აქვს ჟანგბადის ის წილი, რომელიც ჩვენს ფილტვებში ჩასვლისას სიამოვნებას უნდა გვგვრიდეს. აი, ამიტომ იცის თბილისში საოცარი სიცხეები… განსხვავებულად არ ცხელა, უბრალოდ, ჰაერი არ არის – არც გარეთ, არც შენობაში.

პრობლემების იდენტიფიცირება ყველას შეგვიძლია, ალტერნატივებში ცოტას მოვიკოჭლებთ… რადგან თბილისზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს ქალაქში ჩვენი ცხოვრების ჯანსაღი ალტერნატივა არსებობს.

ოცნებებში ხშირად წავსულვარ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიღლები. დაღლისა და დასვენების ჰარმონიულად ჩანაცვლების საკითხი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია.  მთა თუ ზღვა, ეს ორი ყველაზე გავრცელებული შეთავაზებაა, რასაც საკუთარ თავს ვთავაზობთ ხოლმე. მთაში გატარებული დღეები საუცხოოა: სიგრილე, ჟანგბადი, საოცარი ხედები… მაგრამ ზღვაზე გატარებული დღეები ნაკლებია? ზღვის წყალი, მზის რუჯი, ჰორიზონტალურ პოზაში ნებივრობა, დასვენება, ქვიშა… ქვიშის ნაცვლად, ზღვაზე ფიქრისას, უფრო ქვები ან კენჭები მახსენდება, პატარა ნიჟარებიც… ეს ჩვენი ბუნების დამსახურებით… არ გეგონოთ, რომ ქვიშიანი ზღვის ნაპირი არ მიყვარს ან ცხელ ქვებზე კუნტრუში მირჩევნია თბილ სილაზე ჩუმ ნაბიჯებს. ჩვენთან ძირითადად ყველა სანაპიროზე ქვაა, იშვიათი გამონაკლისების გარდა ან თუ საზღვარგარეთ წავალთ.

ზღვაზე და მთაზე ვსაუბრობდი, ვწერდი, მაგრამ იმ აღმოჩენაზეც გეტყვით, რომელიც ცოტა ხნის წინ გავაკეთე, სხვათა შორის – მეცნიერების გარეშე, ჩემით, ინტერესით. ვნახე ადგილი, რომელიც თბილისს გადმოჰყურებს, მთის კლიმატია, ქვიშის სანაპირო და ზღვის წყალია. არც მე მჯეროდა თავიდან, რაზეც ახლა ვსაუბრობ… მაგრამ რომ აღმოვაჩინე, ვნახე და დავრწმუნდი, დღემდე ამას ვყვები თითქმის ყველა შემხვედრთან და თქვენთანაც ამაზე ვწერ. მთა, ზღვა, ქვიშა, ბუნება… ყველაფერი ერთად, ერთ სივრცეში და რაც მთავარია, ასეთ ადგილზე შეგიძლია იცხოვრო. დიახ, შეგიძლია იყიდო სახლი და იცხოვრო, სადაც გექნება ქვიშის პლაჟი, ზღვის წყალი, მთის ჰაერი – დედაქალაქის საუკეთესო მხარეს, რომელსაც თბილისის ისტორიული ნაწილი ჰქვია.

ხშირი ოცნებები ჩვენს ცხოვრებას სიცოცხლისუნარიანს ხდის, ოცნებების ახდენა კი შესაძლებლობებს გვმატებს. ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით ვშრომობთ, დამსახურებულად გვიჩნდება განსაკუთრებული სურვილები. რასაც ვიმსახურებთ, იმაზე ოცნება გეგმების შესრულების საუკეთესო მოტივაციაა.

არაფერია იმაზე კარგი, როდესაც ცხოვრების სტილი შრომისგან დაღლას აბათილებს. ამისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის ადგილია, სადაც ჩვენი ცხოვრების მყუდრო გარემოს ვქმნით – ჩვენი საცხოვრებელი სახლი.

ქალაქის შუაგულში ცხოვრება, იქ, სადაც გამონაბოლქვი, ხმაური და მუდმივი მტვერია, არათუ კომფორტულს, არამედ თითქმის შეუძლებელს ხდის ყოფას. ბინძური ჰაერით გაჯერებულმა ქუჩებმა დაკარგეს ის ხიბლი, რომელზე სიამაყეც მრავალი წლის განმავლობაში მემკვიდრეობით გვხვდა. ყოველთვის განსაკუთრებულ კომფორტთან ასოცირდებოდა ის, რაც დღეს დისკომფორტია. გამუდმებული ხმაური მიუხედავად დღე-ღამის მონაკვეთისა, ჩახუთული გარემო, ნიავი, რომელსაც მოჰყვება მტვერი და ჰაერი, რომელსაც სახლში შესვლით გაურბიხარ. სამწუხაროა, მაგრამ რეალობა.

თბილისი მისი ისტორიული ნაწილის გარშემო გაშენდა. ინდუსტრიულმა და ინფრასტრუქტურულმა წინსვლამ შეცვალა დედაქალაქში ცხოვრების ხიბლი, წესიც. ვცხოვრობთ, რადგან გვჭირდება, მაგრამ არც ისე მოგვწონს. ასე იწერება ჩვენი ყოველდღიურობის ისტორია.

იმის, რაც არ მოგვწონს, შეცვლა აუცილებელიცაა და და შესაძლებელიც. საკუთარი ცხოვრების ისტორიას ჩვენ ვწერთ, ჩვენი ცხოვრების სტილით, ჩვენი საცხოვრებლით. თუკი ცვლილებებზე გვიფიქრია, თბილისის ისტორიულ ნაწილზე ფიქრს გირჩევთ. სწორედ იმ ადგილზე, სადაც ჩვენი ფიქრები და ოცნებებია, ზღვის წყალი, ქვიშის პლაჟი, მთის ჰაერი და ბუნებრივი სიმშვიდე. მეც ასე მიკვირდა, არ მჯეროდა მაგრამ ვიპოვე საუკეთესო ადგილი სადაც სუნთქვა, ცხოვრება და დასვენება ნამდვილად შესაძლებელია.

გააზიარე