ბრიტანეთის საელჩო: ვაკვირდებით TBC ბანკის დამფუძნებლების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს

ბრიტანეთის საელჩო: ვაკვირდებით TBC ბანკის დამფუძნებლების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები გაჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო მამუკა ხაზარაძესთვის და ბადრი ჯაფარიძესთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ განხორციელებულ საბანკო მოქმედებებს ეხება.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები გაჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს. ეს აუცილებელია ქართული საბანკო სექტორისთვის, ამ სფეროში მრავალმხრივი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.