Euronews-ი საქართველოში შემოდის

Euronews-ი საქართველოში შემოდის

ევროპის საერთაშორისო საინფორმაციო არხი Euronews საქართველოში შემოდის. Euronews საქართველოს დაფუძნების შესახებ დოკუმენტს არხის წარმომადგენელმა და კომპანია სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ხელი დღეს მოაწერეს.

Euronews საქართველო ქართულენოვანი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა იქნება. არხზე ქართული მედია-კონტენტის პარალელურად ევრონიუსის ევროპული რედაქციის მიერ შექმნილი კონტენტის ტრანსლირება მოხდება.

“ევრონიუსსა და სილქნეტს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, სილქნეტს შეემატება ევრონიუს საქართველო, ახალი მედია, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის პრინციპებით ხელმძღვანელობს და ასოცირდება ევრონიუსის ბრენდის მაღალ ცნობადობასა და რეპუტაცასთან”, — აღნიშნავენ კომპანიაში.

სილქნეტთან მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა 2018 წლის ნოემბერში ალბანეთში “ევრონიუს ალბანეთის” და გასულ კვირას დაანონსებული “ევრონიუს სერბეთის” დაფუძნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *