კრიპტოვალუტათა ღირებულებები გიჟივით ირხევა, ბრაიან არმსტრონგის Coinbase-ი კი სულ უფრო დიდი ხდება.
კრიპტოვალუტის ბაზრის განმსაზღვრელი ნიშანი არასტაბილურობაა. მაგრამ ერთი რამ უდავოა: მთელ ამ ციებ-ცხელებასა და მერყეობაში, ბრაიან არმსტრონგი – კრიპტობროკერისა და გაცვლითი პლატფორმის, Coinbase-ის თანადამფუძნებელი – მილიარდერად გვევლინება.
მანამ 2012-ში Coinbase-ის თანადამფუძნებელი გახდებოდა, არმსტრონგი კომპიუტერული მეცნიერებისა და ეკონომიკის სტუდენტი იყო Rice University-ში, მერე კი, მცირე ხნით – პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი Airbnb-ში. არსებობის პირველ წელს Coinbase-მა დაახლოებით 30,000 მომხმარებელი მოიზიდა, დღეს მათი რიცხვი 20 მილიონს აჭარბებს.
გასულ წელს, რაღაც მომენტში, Coinbase-ი ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული iPhone-ის აპლიკაცია იყო ამერიკაში და, როგორც ცნობილია, მისმა 2017-ის შემოსავალმა $1 მილიარდი შეადგინა. ოქტომბერში ინვესტორები მას $8 მილიარდზე მეტად აფასებდნენ (რაც წელიწადზე ოდნავ მეტში 400%-იან ზრდას წარმოადგენს), შედეგად, არმსტრონგის წილი ფირმაში $1.3 მილიარდად იქცა. საგულისხმოა, რომ ასეთ მდიდრულ შეფასებას Coinbase-მა კრიპტოვალუტათა ბოლოდროინდელი ვარდნის ფონზე მიაღწია; ასე, მაგალითად, ბიტკოინი, ყველაზე მსხვილი კრიპტოაქტივი, 30 ნოემბრის მონაცემებით, ლამის 71%-იან ვარდნას განიცდის.