Business Insider-მა შრომის ბაზარი შეისწავლა და მომდევნო 8 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები დაასახელა. მონაცემები აშშ-ის შრომის ბიუროს სტატისტიკაზე დაყრდნობითაა შემუშავებული. მომავლის 30 ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიების რეიტინგი გასული წლის საშუალო ხელფასებზე და მათი ზრდის ტენდენციების მიხედვით შეადგინეს.
აღნიშნული პროფესიებია:
- მედპერსონალი დიპლომით
- სააპლიკაციო პროგრამების შემქმნელი
- აღმასრულებელი და საოპერაციო მენეჯერი
- ფინანსური მენეჯერი
- ანალიტიკოსი მენეჯმენტის სფეროში
- ფინანსთა ანალიტიკოსი ან მარკეტოლოგი
- ყველა სხვა მენეჯერი
- სამედიცინო სფეროს მენეჯერი
- ქირურგი
- საინფორმაციო სისტემათა მენეჯერი
- ბუღალტერი ან აუდიტორი
- ადვოკატი
- საშუალო განათლების მქონე მედპერსონალი
- სამედიცინო მეცნიერებების ლექტორი
- ბიზნეს-პროცესების სპეციალისტები
- კომპიუტერული სისტემების ანალიტიკოსი
- ფიზიოთერაპევტი
- პროგრამული უზრუნველყოფების სპეციალისტი
- მშენებლობის ზედამხედველი
- სატვირთო მანქანების მძღოლი
- სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელი
- გაყიდვის ექსპერტები
- ელექტრიკოსი
- პარამედიკოსი
- დურგალი
- სანტექნიკოსი, შემდუღებული და წყალსადენის ოსტატები
- კომპიუტერის სხვა სპეციალისტები
- ლიცენზირებული ექთანი
- კომპიუტერული დახმარების სპეციალისტი
- ინფორმაციის უსაფრთხოების ანალიტიკოსი.