UEFA ევროპის რიგით მე-17 საფეხბურთო ჩემპიონატს მართავს, რომელიც 14 ივნისს დაიწყო და, ერთი თვის განმავლობაში, 14 ივლისამდე გაგრძელდება. EURO 2024-ის მასპინძელი ქვეყანა გერმანიაა, სადაც ჩემპიონატის ფარგლებში, 10 ქალაქი მთლიანობაში 51 მატჩს უმასპინძლებს. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში 24 ქვეყანა მონაწილეობს, რომელთა შორის, ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობს.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა EURO 2024-ზე პირველ შეხვედრა 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 3:1 დამარცხდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მარცხის მიუხედავად, ტურნირის დებიუტანტმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩვენი გუნდი მეორე შეხვედრას 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების საერთო საბაზრო ღირებულება €187.9 მილიონ ევროს უტოლდება, რითაც ის EURO 2024-ის გუნდებს შორის მე-18 პოზიციაზეა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მისი გუნდი €161.05 მილიონად არის შეფასებული და ამავე სიაში მე-20 ადგილს იკავებს.
ორივე ნაკრების მოთამაშეებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის საბაზრო ფასი 80 მილიონი ევროა. ჩეხეთის ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი კი, გუნდის კაპიტანი, ტომაშ სოუჩეკია, რომლის ღირებულებაც 30 მილიონ ევროს შეადგენს.
ჩეხეთის ნაკრების ტოპ-10 ძვირად ღირებული ფეხბურთელი:
ტომაშ სოუჩეკი – €30 მილიონი
პატრიკ შიკი – €22 მილიონი
ადამ ჰლოჟეკი – €12 მილიონი
მარტინ ვიტიკი – €12 მილიონი
ლადისლავ კრეიჩი – €10 მილიონი
ვლადიმირ ცოუფალი – €8 მილიონი
დავიდ იურასეკი – €8 მილიონი
მატეი იურასეკი – €8 მილიონი
ვაცლავ ჩერნი – €7 მილიონი
მატეი კოვარი – €7 მილიონი
საქართველოს ნაკრების ტოპ-10 ძვირად ღირებული ფეხბურთელი:
ხვიჩა კვარაცხელია – €80 მილიონი
გიორგი მამარდაშვილი – €35 მილიონი
გიორგი მიქაუტაძე – €15 მილიონი
ოთარ კიტეიშვილი – €5 მილიონი
საბა ლობჟანიძე – €3 მილიონი
ზურიკო დავითაშვილი – €3 მილიონი
გიორგი ჩაკვეტაძე – €2.5 მილიონი
გიორგი გოჩოლეიშვილი – €2.5 მილიონი
გაბრიელ სიგუა – €2.5 მილიონი
გიორგი ქვილითაია – €1.6 მილიონი