ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, წყნარ ოკეანეში სამხედრო ალიანსი არ შექმნას

ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, წყნარ ოკეანეში სამხედრო ალიანსი არ შექმნას

ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ „ნატოს“ წყნაროკეანური ვერსია არ შექმნას, რადგან მათი თქმით, ტაივანთან დაკავშირებული საკითხების უკრაინასთან გაიგივება უბრალოდ არ შეიძლება, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ ყოველწლიურ ბრიფინგზე განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ ამერიკას სურს, წყნარ ოკეანეში „ნატოს“ მსგავსი სამხედრო ალიანსი შექმნას. საინტერესოა, რომ შინაარსობრივად, ჩინეთის ეს განცხადება დაახლოებით იგივეა, რაც „ნატოს“ აღმოსავლეთით არგაფართოების პირობა, რომელსაც ვლადიმირ პუტინი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისგან ითხოვს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამოცხადების შემდეგ, ჩინეთის ამ განცხადებას დასავლეთის ქვეყნები უფრო ყურადღებით მოეკიდებიან.

„ეს ნაბიჯი ტაივანს სახიფათო მდგომარეობაში ჩააყენებს, ხოლო აშშ-ს გაუსაძლისი შედეგებს მოუტანს“, – განაცხადა ვანგმა და დასძინა, რომ დროთა განმავლობაში, ტაივანი „დედა სამშობლოს დაუბრუნდება“.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის მსგავსად, რეგიონის ყველაზე დიდი მოთამაშისგან საკუთარი ტერიტორიების დასაცავად, წყნარი ოკეანის ქვეყნები დახმარებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართავენ. დღეს, ჩინეთს სასაზღვრო გაურკვევლობები აქვს იაპონიასთან, ინდოეთთან და ვიეტნამთან – ამასთანავე, ჩინეთს მუდმივი პრეტენზია აქვს დამოუკიდებელ ტაივანზე, რომელიც მათი თქმით, ჩინეთის განუყოფელი ნაწილია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *