გერმანიაში თხევადი ბუნებრივი აირის პირველი ტერმინალი აშენდება

გერმანიაში თხევადი ბუნებრივი აირის პირველი ტერმინალი აშენდება

გერმანიის სახელმწიფო ბანკის KfW-ისა და ნიდერლანდული კომპანია Gasunie-ის პარტნიორობით გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც გერმანიაში, კერძოდ ბრუნსბიუტელში, თხევადი ბუნებრივი აირის პირველი ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს. გერმანიის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, მთავარი მიზანი, რუსულ იმპორტზე დამოკიდებულების სწრაფი შემცირებაა.

თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალი გერმანიისა და ნიდერლანდული კომპანიის ერთობლივ საკუთრებას წარმოადგენს. ტერმინალის წლიური რეგაზიფიკაციის სიმძლავრე რვა მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. შედარებისთვის, გერმანიაში რუსული გაზის წლიური იმპორტი დაახლოებით 140 მილიარდი კუბური მეტრია. გერმანიის ეკონომიკის მინისტრ რობერტ ჰაბეკის განცხადებით, Trading Hub Europe-ს გერმანიის სახელით უკვე გადაეცა €1.5 მილიარდი ბაზრებზე თხევადი გაზის შესაძენად.

სამინისტროს განმარტებით, ახალი ტერმინალი გაზრდის მიწოდების მომსახურებას და ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ბუნებრივი აირისგან უფრო მეტ დამოუკიდებლობას შეუწყობს ხელს. ქვეყნის ვიცე-კანცლერმა რამდენიმე დღის წინ რუსული ენერგიის იმპორტის შეწყვეტის საფრთხეზეც გაამახვილა ყურადღება, მას „სოციალური მშვიდობისთვის“ საფრთხის შემცველი უწოდა და მთავარ საზრუნავად სწორედ მომავალი ზამთრისთვის მიწოდების უზრუნველყოფა დაასახელა.

თხევადი ბუნებრივი აირის პირველი ტერმინალი გერმანიაში სავარაუდოდ 2024 წლისთვის, ევროკავშირისა და ქვეყნის შიდა კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის შემდგომ, ამოქმედდება. პროექტის პარტნიორების მიზანი ტერმინალის პროექტის რაც შეიძლება სწრაფი განხორციელებაა, ლიცენზირებისა და სახელმწიფო მოთხოვნების  გათვალისწინებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *