ჩინეთიდან ექსპორტი ისევ შემცირდა

ჩინეთიდან ექსპორტი ისევ შემცირდა

აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო ომის გამო, ჩინეთის ექსპორტის მოცულობა ნოემბერში დაეცა – მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ექსპორტმა, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, 1.1%-ით იკლო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ექსპორტი 23%-ით შემცირდა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია თებერვლის შემდეგ. ჩინეთის საქონელზე აშშ-ის ახალი ტარიფები შემდეგი კვირიდან ამოქმედდება.

პეკინი და ვაშინგტონი სავაჭრო დავის გამწვავების თავიდან ასარიდებლად მოლაპარაკებებს აწარმოებენ პოტენციურ გარიგებაზე, თუმცა მხარეები დეტალებზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ. 

შეგახსემებთ, რომ აშშ-მ ჩინეთის პროდუქციას გადასახადები 2018 წელს დაუწესა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი გასულ ხუთშაბათს განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებები “სწორად მიმდინარეობს”. მაშინ, როცა ჩინეთი აცხადებს, რომ არსებული ტარიფები აუცილებლად უნდა მოიხსნას და სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს აღნიშნული მოლაპარაკებები. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ 17 თვიანი სავაჭრო ომი ზრდის გლობალური რეცესიის რისკს.

მართალია ჩინეთის ვაჭრობა შედარებით შემცირებულია, მისი მოცულობა ისევ შთამბეჭდავი რჩება. ჩინეთის საგარეო ვაჭრობამ 38 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა ერთ თვეში.

წყარო: BBC

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *