ჩინეთიდან ტვირთის ტრანსპორტირებაზე გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე გაიზარდა საქართველოს სატრანზიტო ველი. ბაზარზე გამოჩნდა ახალი კომპანიები World Logistics და SILKPOST, რომელებიც ჩინეთის სახმელეთო ხაზის სერვის ოპერატორები არიან. ცნობისათვის, გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ სატვირთო ავტომობილებით, რაც სატრანზიტო ვადის მინიმუმამდე შემცირებას უწყობს ხელს.
კომპანია SILK POST დაარსდა 2020 წელს, ხოლო World logistics — 2022 წელს. SILK POST და
WORLDLOG აწარმოებს საერთაშორისო სახმელეთო ამანათებისა და მოცულობითი ტვირთების გადაზიდვას.
SILK POST ჩინეთიდან ახორციელებს სახმელეთო ამანათების გადაზიდვებს, ხოლო WORLD LOG — მოცულობითი ტვირთების.
კომპანიები მომხმარებლების ინტერესებზეა მორგებული: ჩინეთში ნივთის შეძენის პროცესი გამარტივებულია, ფასები მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული და ნებისმიერი სირთულის ამანათისა და ტვირთის ტრანსპორტირება ხდება სასურველ ლოკაციამდე. SILK POST ფილიალები წარმოდგენილია: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში.
“მომხმარებლებისთვის უფრო კომფორტული სერვისის შესათავაზებლად, კომპანიას საწყობები ჩინეთის ორ ქალაქში აქვს (გვანჯოუ, ივუ). გადაზიდვებს საკუთარი მანქანებით ვახორციელებთდა ჩვენი პრიორიტეტი სატრანზიტო ვადებია. მომხმარებელი საქართველოში ამანათებსა და ტვირთებს იღებს ჩინეთის საწყობში მიტანიდან 20 დღეში”, — აღნიშნავს სილქ ფოსტის დირექტორი რეზო რუხაძე.
2024 წლის განმავლობაში კომპანიებმა ჩინეთიდან 2024 წლის მანძილზე თვეში 1 400 კუბამდე მოცულობის ტვირთები დაამუშავეს. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთიდან თვეში 14 მანქანა გამოდიოდა .
2024 წელს კლიენტების მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიებმა დაამატეს თურქეთის მიმართულება. საწყობები მდებარეობს სტამბოლში, ევროპულ და აზიურ მხარეში, რაც მათ საშუალებას აძლევს, ბაზარზე კონკურენტუნარიანი ტარიფები შეინარჩუნონ. აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან კვირაში 2 ნაკრები ტვირთებისა და ამანათების მანქანა გამოდის. სატრანზიტო ვადა კი მხოლოდ 3-4 სამუშაო დღეს შეადგენს.
საქართველოს ხელსაყრელი სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. ამ მხრივ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით დიდი უპირატესობა გვაქვს. 2024 წელს ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნა სხვა ტრანზიტულ ქვეყნებზეც. ესენია: აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი. ჩინეთიდან იმპორტირებული ტვირთები გავიტანეთ მეზობელ ქვეყნებში. განხორციელდა რამდენიმე მსხვილი პროექტი. დაინტერესება დიდია, მიმდინარეობს მოლაპარაკები სატრანსპორტო კომპანიებთან და უახლოეს პერიოდში ჩვენ კიდევ ბევრ საინტერესო პროექტში ჩავერთვებით მეზობელი ქვეყნების სატრანსპორტო კომპანიებთან ერთად, — ამბობს ვორლდ ლოგისტიკისის დირექტორი ეკა დიღმელაშვილი.
ჩინეთიდან საქართველოში სახმელეთო მიმართულებით WORLDLOG და SILKPOST დღეს ლიდერ გადამზიდავ კომპანიებს წარმოადგენენ. 2025 წელს კომპანიები გეგმავენ სატრანზიტო დროის შემცირებას, გზების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად. ასევე, ზრდადი
მოცულობებიდან გამოდინარე, კვირაში რამდენიმე რეისი დაემატება. შესაბამისად, იმპორტიორები უფრო მალე შეძლებენ შეკვეთილი პროდუქციის მიღებას თბილისის საწყობებში.
ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირება კომპანიების მთავარი მიმართულებაა. WORLDLOG და SILK POST საერთაშორისო შერეული ტვირთების გადაზიდვებში სრული ლოგისტიკური მომსახურების ჯაჭვს ქმნიან. კლიენტი ერთ სივრცეში იღებს საერთაშორისო ტრანსპორტირების მომსახურებას, რომელიც დაფუძნებულია ოპერატიულობასა და სანდოობაზე. გათვალისწინებულია მომხმარებლის მიზნები, სურვილები, საჭიროებები, რაც შესაბამისად მომსახურებაზეც აისახება.