კონსიერჟ თბილისის” ორგანიზებით 21 მაისს, (20:00 საათზე,) თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ენიო მორიკონეს საკულტო მელოდიები განსაკუთრებული აუდიოვიზუალური ფორმატით გაცოცხლდება.
სპეციალურად ამ საღამოსთვის საქართველოში ჩამოდის ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი და დირიჟორი პაოლო ვივალდი, მაესტრო მორიკონეს უახლოესი მეგობარი და მისი მუსიკალური სამყაროს გამორჩეული გამგრძელებელი. პაოლო ვივალდი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებს მელოდიებს, რომლებმაც კინოს ისტორიაში მთელი ეპოქა შექმნა და მილიონობით მსმენელის ემოციად იქცა.
“კონსიერჟ თბილისის” მიერ ორგანიზებულ მუსიკალურ საღამოზე გაჟღერდება მელოდიები ფილმებიდან:
- Cinema Paradiso
- The Good, the Bad and the Ugly
- Once Upon a Time in America
გენიალურ მუსიკასთან ერთად, განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის შთამბეჭდავი ვიზუალური არტი, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში მუსიკასთან სინქრონში განხორციელდება. სპეციალურად შექმნილი ვიზუალური ელემენტები მაყურებელს კინოსა და მუსიკის უნიკალურ სინთეზში ამოგზაურებს და დაუვიწყარ ემოციურ გამოცდილებას შეუქმნის.
მუსიკალური საღამო “კონსიერჟ თბილისის” ორგანიზებით იმართება ხოლო პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, “შემოქმედებითი საქართველო” და იტალიის საელჩო საქართველოში. ღონისძიების განხორციელებას ასევე მხარს უჭერენ: მედია ჰოლდინგი „პალიტრა“ და იტალიური ბრენდი „Baldinini“.
მსოფლიო კინო-მუსიკას მხოლოდ ერთი დღე დაეთმობა, იჩქარეთ რომ ტავადაც გახდეთ ამ უნიკალური საღამოს ნაწილი. ადგილები შეზღუდულია.
ბილეთების ყიდვა შეგიძლიათ tkt.ge-ზე http://tkt.ge/EnnioMoricconeMusicEvening
ლოკაცია: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
თარიღი: 21 მაისი, 20:00















