ჩინეთში ჩიპების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია სახელმწიფო დაფინანსებით $2.35-მილიარდიანი ქარხნის აშენებას აპირებს

ჩინეთში  ჩიპების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია სახელმწიფო დაფინანსებით $2.35-მილიარდიანი ქარხნის აშენებას აპირებს

ჩინეთის ჩიპების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია – Semiconductor Manufacturing International Corporation-ი (SMIC) სახელმწიფო დაფინანსებით ახალი ქარხნის მშენებლობას აპირებს. როგორც CNBC-ი წერს, საუბარია პროექტზე, რომლის ღირებულება $2.35 მილიარდია.

ქარხანა ქალაქ შენჯენში აშენდება, რომელიც ცნობილია, როგორც ჩინეთის ტექნოლოგიური ჰაბი. სწორედ აღნიშნულ ქალაქში მდებარეობს ისეთი კომპანიების სათავო ოფისები, როგორიცაა Tencent-ი და Huawei.

SMIC-ი მთავარი კომპანია იქნება, რომელიც ჩინეთს დაეხმარება, ჩიპების წარმოება იმ დონემდე გაზარდოს, რომ ქვეყანას მათი ექსპორტი არ დასჭირდეს. საუბარია ჩიპებზე, რომლებიც სხვადასხვა მოწყობილობის, ასევე ელექტრომობილების წარმოებისთვის გამოიყენება. ამ დროისთვის აღნიშნული კომპანია წარმოების მოცულობით თავის მეტოქე კომპანიებს, TSMC-სა და Samsung-ს, მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

შენჯენში გრანდიოზული ქარხნის მშენებლობა SMIC-ს 28-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოების გაზრდაში დაეხმარება.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე თვეა, ჩიპების გლობალური დეფიციტია. ამის გამო რამდენიმე ავტომწარმოებელი ქარხნის მუშაობაც კი შეფერხდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *