ჩინური Tencent-ი Kaspi.kz-ის აქციონერთა რიგებს შეუერთდა

ჩინური Tencent-ი Kaspi.kz-ის აქციონერთა რიგებს შეუერთდა

ფოტო: Fintech Leaders

 

ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Tencent-მა, ყაზახურ ფინტექ-კომპანია Kaspi.kz-ში ინვესტიცია განახორციელა. ამ უკანასკნელის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, Tencent-მა, ყაზახური კომპანიის  თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ლომთაძემ, მენეჯმენტის გუნდმა და გრძელვადიანმა ინსტიტუციურმა ინვესტორებმა დაახლოებით 6 მილიონი ამერიკული დეპოზიტარული აქცია შეიძინეს.

აღნიშნული აქციები შეძენილია საინვესტიციო ფონდ Baring Fintech Venture Funds-ისგან არის შეძენილი, რაც Kaspi.kz-ის აქციონერულ სტრუქტურაში მნიშვნელოვან ცვლილებას ასახავს.

მიხეილ ლომთაძის განცხადებით, Tencent-ის ინვესტორებს შორის გამოჩენა კომპანიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია:

„Tencent-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც სუპერაპის ბიზნესმოდელის პიონერია და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ აპლიკაციის, WeChat-ის შემქმნელია, რომელსაც 1.3 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს. სიხარულით მივესამებით Tencent-ს, როგორც Kaspi.kz-ის მთავარ აქციონერს. ჩემი ინვესტიცია და მენეჯმენტის გუნდის მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ბიზნესმოდელისა და გრძელვადიანი სტრატეგიისადმი ძლიერ რწმენას“, – განაცხადა მიხეილ ლომთაძემ.

მისივე თქმით, Kaspi.kz-ის აქციონერთა რიგებს ასევე შეუერთდნენ საერთაშორისო ფინტექ-ინვესტორი Spice Expeditions-ი და ამერიკული უნივერსიტეტების საინვესტიციო ფონდები – Washington University in St. Louis და WISIMCO.

ცნობისთვის, Kaspi.kz რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ფინტექ-ეკოსისტემას წარმოადგენს. კომპანიის სერვისებით 25 მილიონზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს და 900 ათასზე მეტი პარტნიორი ბიზნესი ყაზახეთსა და თურქეთში.

თურქეთში კომპანია ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ონლაინ კომერციის პლატფორმაში, Hepsiburada-ში, 86%-იან წილს ფლობს.

შეგახსენებთ, Kaspi.kz-ის აქციები ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთულ NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე 2024 წლის იანვრიდან ივაჭრება.