ჩინურმა ბიუჯეტურმა ელექტრომობილმა გაყიდვებით მსოფლიოში წამყვან მწარმოებელ Tesla-ს გაუსწრო. ჩინური ავტომობილის ფასი სულ რაღაც 3,200 გირვანქა სტერლინგს შეადგენს, მაშინ როდესაც Tesla-ს ყველაზე დაბალფასიანი
მოდელი 27,000 გირვანქა სტერლინგი ღირს.
BBC-ის მიხედვით, Hong Guang Mini-ის ელექტრომობილი General Motors-ის ბაზაზე შეიქმნა და ჩინეთში უკვე დიდი პოპულარულობით სარგებლობს.
Hong Guang Mini-მ 2020 წლის მეორე ნახევარში 112 000 ელექტრომობილი გაყიდა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება Tesla-ს გაყიდვებს, ხოლო რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარს, ჩინურმა კომპანიამ 25 778 ავტომობილი გაყიდა, Tesla-მ კი მხოლოდ 13,843 ავტომობილის გაყიდვა მოახერხა.
„Hong Guang Mini პირველი ელექტრომობილია, რომელიც დაბალი ფასითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ავტომობილი ბევრი მომხმარებლისათვის არის ხელმისაწვდომი“, – აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.
Hong Guang Mini სავარაუდოდ ევროპის ბაზარზეც მალე გამოჩნდება, კომპანიასთან თანამშრომლობით უკვე დაინტერესდნენ ლატვიელი ავტომწარმოებლები.