CNN-ის პრეზიდენტი წლის ბოლოს თანამდებობას დატოვებს

CNN-ის პრეზიდენტი წლის ბოლოს თანამდებობას დატოვებს

CNN-ის პრეზიდენტი ჯეფ ცუკერი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ თავად ამერიკული მაუწყებელი აცხადებს. როგორც ცნობილია, ცუკერი პოსტს ოფიციალურად 2021 წლის ბოლოს დატოვებს.

„სიმართლე ისაა, რომ ნოემბერსა თუ დეკემბერში, გადავწყვიტე, რომ დრო იყო ცვლილებების. თუმცა, რაღაც დროის შემდეგ, აზრი შევიცვალე. მინდა რომ დავრჩე. სამუდამოდ არა, მაგრამ კიდევ ერთი წლით“, – განუცხადა ჯეფ ცუკერმა თანამშრომლებს.

ცუკერი CNN-ს 2013 წელს შეუერთდა, მას დიდი რეპუტაცია აქვს სატელევიზიო ბიზნესში. ის ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში NBC-ის გადაცემა Today-ს პროდუსერი იყო, შემდეგ კი NBC Entertainment-ის პრეზიდენტიც გახდა.

CNN, რომელიც WarnerMedia-ს შემადგენლობაშია, ამერიკაში რეიტინგების რეკორდულად ზრდას განიცდის. კერძოდ, იანვარში CNN-მა მაყურებელთა რაოდენობის 153%-იან ზრდა აჩვენა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.