Coca-Cola რეკლამის განთავსებას ყველა სოციალურ მედიაში აჩერებს

Coca-Cola რეკლამის განთავსებას ყველა სოციალურ მედიაში აჩერებს

Coca-Cola ყველა სოციალურ მედიაში გლობალურად რეკლამირებას აჩერებს. როგორც CNBC წერს, კომპანია რეკლამების განთავსებას პლატფორმებზე მინიმუმ ერთი თვით შეაჩერებს. როგორც Coca-Cola-ში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება იმ საერთო ბოიკოტს, რასაც მსხვილი კომპანიები Facebook-ს უცხადებენ.

შეგახსენებთ, უმსხვილესი კომპანიები Facebook-ზე რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ, ვინაიდან ისინი სოცქსელს სიძულვილის ენის გავრცელებაში ადანაშაულებენ. ამ კომპანიებს შორისაა Verizon-ი, Patagonia, REI, Lending Club-ი და The North Face-ი.

“რასიზმის ადგილი მსოფლიოში არაა, არც სოციალურ მედიაში. ჩვენ ვაჩერებთ რეკლამირებას ყველა სოციალური მედიის პლატფორმაზე მსოფლიოს მასშტაბით, მინიმუმ 30 დღით. ჩვენ ამ დროს გამოვიყენებთ ჩვენი სარეკლამო პოლიტიკის გადალაგებისთვის. ამასთან, ჩვენ ველოდებით უფრო მეტ პასუხისმგებლობას და გამჭვირვალობას ჩვენი სოციალური მედია პარტნიორებისგან“, – განაცხადა Coca-Cola-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა და თავმჯდომარემ ჯეიმს ქუინსიმ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *