Covid-19-ის გავრცელება ავიაკომპანიებს $113 მლრდ-მდე უჯდებათ

Covid-19-ის გავრცელება ავიაკომპანიებს $113 მლრდ-მდე უჯდებათ

Covid-19-ის მსოფლიოს მასშტაბით გავრცელება ავიაკომპანიებს 113 მლრდ დოლარამდე უჯდებათ. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) აცხადებს. როგორც IATA-მ გასულ თვეს განაცხადა, კორონავირუსს ავიაკომპანიების შემოსავლები შესაძლოა $29.3 მლრდ-ით შეემცირებინა. თუმცა, ახლა კორონავირუსის გავრცელების არეალი უკვე 80 ქვეყანაში გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი სამოგზაურო შეზღუდვები დაწესდა და გაუქმდა ავიარეისების დიდი ნაწილი. ავიაბილეთებზე მოთხოვნის შემცირება კი კომერციულ ლაინერებს როგორც მოსალოდნელია, $113 მლრდ დაუჯდებათ.

ავიაკომპანიები ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ბიზნესია კორონავირუსის შედეგად. IATA-მ პროგნოზებს მას შემდეგ გადახედა, რაც ბრიტანულმა ავიაკომპანია Flybe-მ შემქნილი ვითარების გამო, გაკოტრების შესახებ განაცხადა.

Forbes

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *