COVID-19-ის ვაქცინაზე მომუშავე კომპანია Vaxart-ს ინვესტორები უჩივიან

COVID-19-ის ვაქცინაზე მომუშავე კომპანია Vaxart-ს ინვესტორები უჩივიან

კალიფორნიაში დაფუძნებული ბიოტექნოლოგიური კომპანია Vaxart-ი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს, ფედერალური გამოძიების ობიექტი გახდა. მას არაერთმა ინვესტორმა უჩივლა. კერძოდ, ინვესტორები ამბობენ, რომ აღნიშნულმა კომპანიამ გააზვიადა ინფორმაცია მისი აშშ-ის სამთავრობო პროგრამა Operation Warp Speed-ში ჩართულობის შესახებ, რომელიც სწორედ ვაქცინებისა და სამკურნალო საშუალებების შექმნას ეძღვნება.

CNN-ის ცნობით, კომპანია Vaxart-მა მიმდინარე წლის ივნისში გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ვაქცინის მისი კანდიდატი შერჩეული იქნა ამერიკის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში. ამ ამბავმა კომპანიის აქციების ფასი $3 მილიარდიდან $17 მილიარდამდე გაზარდა. საინვესტიციო ფონდმა Armistice Capital-მა კი, რომელიც Vaxart-ს ნაწილობრივ აკონტროლებს, აქციების გაყიდვით $200 მილიონზე მეტის სარგებელი მიიღო.

ივლისში აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტმა New York Times-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მათ Vaxart-თან დაფინანსების შესახებ შეთანხმება არ გაუფორმებიათ.