Covid19-სგან თავისუფალ უკანასკნელ სახელმწიფოში ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

Covid19-სგან თავისუფალ უკანასკნელ სახელმწიფოში ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ასოცირებული კუნძულოვანი სახელმწიფო პალაუ კორონავირუსისგან სრულიად თავისუფალი უკანასკნელი ქვეყანა იყო მთელ მსოფლიოში – აღნიშნული სურათი რამდენიმე საათის წინ შეიცვალა, როდესაც წყნარი ოკეანის კუნძულზე Covid19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა.

კუნძულოვანმა სახელმწიფომ, რომელსაც 21,000 მაცხოვრებელი ჰყავს, პანდემიის ადრეული ეტაპიდანვე ჩაკეტა სახელმწიფოს საზღვრები და სწორედ ამგვარად შეძლო მოსახლეობის დაცვა ვირუსის გავრცელებისგან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გამო ქვეყნის ეკონომიკამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღო.

პრეზიდენტ სურანჯელ ვიპს ჯუნიორის თქმით, საგანგაშო არაფერია, ვინაიდან ვირუსის გავრცელების რისკი არ არსებობს. ამასთან, პრეზიდენტმა მოუწოდა მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე, ვინაიდან ქვეყანა სულ მალე ჯოგურ იმუნიტეტს გამოიმუშავებს. ცნობისთვის, პალაუში მოსახლეობის სულ მცირე 97% ვაქცინირებულია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *