საქართველო დაინტერესებულია UAE-სთან კავშირების განვითარებით - ელჩი

საქართველო დაინტერესებულია UAE-სთან კავშირების განვითარებით - ელჩი

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე აცხადებს, რომ 1992 წლიდან, მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირები დამყარდა, საამიროებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით მზარდია.

როგორც კალანდაძემ სააგენტო Emirates News Agency-ს განუცხადა, საქართველო ამაყია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მეგობრული კავშირებით და დაინტერესებულია სხვადასხვა სექტორში ურთიერთობის განვითარებით,  განსაკუთრებით კი ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით.

საქართველოს ელჩის თქმით, ტურიზმის სექტორში ორ ქვეყანას აქვს უამრავი შესაძლებლობა და საქართველო მოუთმენლად ელის არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ვიზიტორთა რიცხვის ზრდას უახლოეს მომავალში, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნებს შორის რეგულარული რეისები განახლდა.

პაატა კალანდაძემ ასევე ხაზი გაუსვა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ Expo 2020 Dubai-ს მასპინძლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს შესანიშნავი საშუალებაა  იმ პროგრესისა და საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენის, რასაც ქვეყანა ბიზნესმენებსა და ინვესტორებს სთავაზობს. მისივე თქმით, საქართველო აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობით შეეცდება წარმოაჩინოს თავისი კულტურა და მდიდარი ისტორია.

ცნობისთვის, Expo 2020 Dubai 2020 წლის ოქტომბერში უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის 1 ოქტომბერს დაიწყება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *