Credit Suisse-მა შესაძლოა, ასობით სამუშაო ადგილი შეამციროს

Credit Suisse-მა შესაძლოა, ასობით სამუშაო ადგილი შეამციროს

შვეიცარიულმა საინვესტიციო ბანკმა Credit Suisse-მა, შესაძლოა, ასობით სამუშაო ადგილი გააუქმოს, ამის შესახებ გამოცემა SonntagsZeitung-ი იტყობინება, თუმცა, არ აკონკრეტებს თუ საიდან აქვს მსგავსი ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Credit Suisse-ი სხვადასხვა გზებს მიმართავს, რათა მოგების სამიზნე მაჩვენებელს მიაღწიოს. კორონავირუსის პანდემიამ ბაზარზე ბევრი რამ შეცვალა, რამაც შეცვალა  Credit Suisse-ის გეგმებიც.

“ჩვენ მოვიაზრებთ არაერთ ალტერნატივას, რათა გამოვავლინოთ ის გზები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენი კლიენტებისთვის მომსახურება გავაუმჯობესოთ. ჩვენ მუდმივ დიალოგში ვართ ამ საკითხებზე ჩვენს ინვესტორებთან“, – განაცხადა ბანკმა Bloomberg-ისთვის მიწერილ წერილში.

შეგახსენებთ, Credit Suisse-ის აქციები მიმდინარე წელს 25%-ით დაეცა, მაშინ როდესაც მისი მეტოქე შვეიცარიული კომპანია UBS Group-ის აქციები ამავე პერიოდში 8.9%-ითაა შემცირებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.