ივნისში ექსპორტი 13 პროცენტით, ხოლო იმპორტი 17 პროცენტით შემცირდა

ივნისში ექსპორტი 13 პროცენტით, ხოლო იმპორტი 17 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2020 წლის ივნისში 2019 წლის ივნისთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 13%-ით (40 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 17%-ით (120 მლნ დოლარით) შემცირდა. 2020 წლის ივნისში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 267 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 576 მლნ დოლარი შეადგინა.

ივნისის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი – 309 მლნ დოლარია, რაც 2019 წლის ივნისის უარყოფით ბალანსზე 80 მლნ დოლარით ნაკლებია.

ექვსი თვის ჯამში, 2020 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა. სავაჭრო ბრუნვა 16.3%-ითაა შემცირებული. ექვსი თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -2 044 მლნ დოლარია, გასული წლის ექვს თვეში -2 495 მლნ დოლარი იყო.

ივნისის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 20 ივლისს გამოქვეყნდება.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.