დავით კომახიძე Blumarine-ის კრეატიული დირექტორი გახდა

დავით კომახიძე Blumarine-ის კრეატიული დირექტორი გახდა

ლონდონში მომუშავე ქართველი დიზაინერი, დავით კომახიძე იტალიური მოდის სახლ Blufin-ის მთავარი ბრენდის, Blumarine-ის კრეატიული დირექტორი გახდა. როგორც ირკვევა, დიზაინერი პირველ კოლექციას 2025 წლის წინასაშემოდგომო სეზონზე წარადგენს.

აღსანიშნავია, რომ დავით კომახიძეს, რომელსაც დევიდ კომას (David Koma) სახელით იცნობენ, საკუთარი ბრენდი აქვს. მისი სამოსი სხვადასხვა დროს არაერთ ცნობილ სახეს აქვს მორგებული, მათ შორისაა ბიონსე, ბელა ჰადიდი, სკარლეტ იოჰანსონი, კარა დელევინი და სხვა.

შეგახსენებთ, 2013 წლის დეკემბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე დავით კომახიძეს Mugler-ის კრეატიული დირექტორის თანამდებობა ეკავა.

რაც შეეხება Blumarine-ს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის იტალიური მოდის სახლ Blufin-ის ბრენდია. ეს უკანასკნელი ანა მოლინარიმ მეუღლესთან, ჯანპაოლო ტარაბინისთან ერთად დააფუძნა. Blumarine-ი მოდის ინდუსტრიაში 1977 წელს გამოჩნდა. 

 

ფოტო: Frederic Aranda