დემოკრატიის ინდექსში საქართველო 91-ე ადგილზე ჩამოქვეითდა

დემოკრატიის ინდექსში საქართველო 91-ე ადგილზე ჩამოქვეითდა

დემოკრატიის ინდექსს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა THE ECONOMIST-ი აქვეყნებს. დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკაში მონაწილეობისა, პოლიტიკური კულტურის და სამოქალაქო თავისუფლების  მიხედვით არის განსაზღვრული. 2 თებერვალს ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით საქართველოს ქულა 5.42-დან 5.31-მდე შემცირდა და შესაბამისად, საქართველო 89-ე ადგილიდან 91-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. საქართველო ისევ ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყანად რჩება, ოღონდ ეხლა უფრო მეტად არის დაშორებული დემოკრატიულ ქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2012 წელს 5.53 ქულა ქონდა, რაც ამჟამინდელ ქულაზე მაღალია. 2013-2018 წლებში საქართველოს ქულა 5.50-5.95-ს შორის მერყეობდა.

ბოლო წელს პოლიტიკური კულტურის და სამოქალაქო თავისუფლების ქულები შემცირდა, რამაც საქართველოს ჯამური ქულა შეამცირა და 91-ე ადგილზე ჩამოაქვეითა, ლიბერიასა და ნეპალს შორის.

გრაფიკი: საქართველოს ქულა დემოკრატიის ინდექსში

წყარო: The Economist Intelligence Unit Limited 2021
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *