Deutsche Bank-მა CEO-ს და სხვა თანამშრომლების ბონუსები 29%-ით გაზარდა

Deutsche Bank-მა CEO-ს და სხვა თანამშრომლების ბონუსები 29%-ით გაზარდა

Deutsche Bank-მა აღმასრულებელ ხელმძღვანელ კრისტიან სიუინგს 2020 წლის განმავლობაში 7.4 მილიონი ევრო გადაუხადა, რაც 2019 წელთან შედარებით 46%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გერმანული ბანკი რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ მოგებაზე გავიდა, შედეგად თანამშრომლებისთვის ბონუსების მოცულობა საერთო ჯამში 29%-ით გაიზარდა. ცნობისთვის, Deutsche Bank-ის მოგებამ 2020 წელს 113 მილიონი ევრო შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წელს ზარალი 5.7 მილიარდი ევრო იყო.

Deutsche Bank-მა ბოლო ათი წლის განმავლობაში 8.2 მილიარდი ევროს ოდენობის ზარალი მიიღო. სიუინგი Deutsche Bank-ს 2018 წელს ჩაუდგა სათავეში და შეეცადა, რამდენიმე ზარალიანი წლის შემდეგ ფინანსური ინსტიტუტის შემოსავლები გაეზარდა.

შედეგს მან 2020 წელს მიაღწია, პანდემიის წლის წარმატებით დაძლევის შედეგად კი ბანკმა თანამშრომლების შრომა ბონუსების გაზრდით დააფასა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *