„ისანი პარკი“ წარმოადგენს დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატისა“ და სამშენებლო კომპანიების „ბიქეი ქონსთრაქშენისა“ და „ანაგის“ პარტნიორულ პროექტს.
ახალი პროექტი ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე აშენდება.
„ისანი პარკი“ – თანამედროვე ცხოვრებაზე მორგებული, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, მულტიფუნქციური უბანი იქნება, სადაც ყველა დეტალი გათვლილია მათზე, ვისაც სურს ერთ უბანში სრულყოფილი საცხოვრებელი პირობების შექმნა.
პროექტში გათვალისწინებულია 5 საცხოვრებელი ბლოკი, 1 ჰა. რეკრეაციული სივრცე გამწვანებული პარკებით, სათამაშო და სპორტული მოედნებით. ასევე, თანამედროვე სკოლა, ბაღი, საოფისე და კომერციული სივრცეები.
პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა 100 მლნ. აშშ დოლარი. მშენებლობაზე, 4 წლის განმავლობაში 500-მდე ადამიანი დასაქმდება.
პროექტი იქნება ენერგოეფექტური, ადაპტირებული და აღჭურვილი სახანძრო სისტემებით.
ბინები მორგებულია სხვადასხვა საჭიროებებზე: დიდი და პატარა ოჯახებისთვის, სტუდენტებისთვის, საინვესტიციოდ თუ გასაქირავებლად.
“მოხარული ვარ, რომ ჩვენს მრავალფეროვანი პორტფელს “ისანი პარკი” შეემატა. 4-წლიანი ოპერირების ფარგლებში, ეს “თეთრი კვადრატისთვის” მე-11 დეველოპერული პროექტია. მნიშვნელოვანია, რომ “ისანი პარკში” გარდა საცხოვრებელი ბინებისა, დამატებით ინფრასტრუქტურაც მოეწყობა, ისეთი როგორიცაა სკოლა, ბაღი, კომერციული სივრცეები და სხვა. ეს მობინადრეებისთვის, კიდევ უფრო კომფორტულს გახდის “ისანი პარკში” ცხოვრებას.
მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტს საქართველოს წამყვან 2 სამშენებლო კომპანიასთან ერთად განვახორციელებთ, 30 წლიანი გამოცდილების მქონდე “ბიქეი ქონსთრაქშენთან” და 35 წლიანი გამოცდილების მქონე“ანაგთან”. რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პროექტის წარმატებას” განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ, “თეთრი კვადრატის” მმართველმა პარტნიორმა.
“ისეთი მასშტაბური პროექტის მშენებლობა, როგორც “ისანი პარკია” დიდი გამოწვევაა სამშენებლო კომპანიებისთვის და მოხარული ვართ, რომ ჩვენს ჰოლდინგშივე შემავალი დეველოპერული კომპანიის“თეთრ კვადრატის” ამ პროექტს ჩვენ განვახორციელებთ.
დარწმუნებული ვარ პროექტი წარმატებული იქნება, ამის საფუძველს მაძლევს “ბიქეი ქონსთრაქშენის” 30 წლიანი გამოცდილება და განხორციელებული პროექტები ასევე ის პროფესიონალი კადრები, ვინც ზურგს უმაგრებს ჩვენს კომპანიას” განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა, “ბიქეი ქონსთრაქშენის” მმართველმა პარტნიორმა.
“კომპანია “ანაგის” თანამშრომლობა “ბიქეი ჰოლდინგთან” “ისანი პარკის” დეველოპერული პროექტის ფარგლებში, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა.
ვფიქრობ, 2 წამყვანი სამშენებლო კომპანიის სინერგია წარმატებული იქნება ჩვენთვის და “ისანი პარკის” პროექტისთვისაც.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დეველოპერულ ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენი გამოცდილების სამშენებლო კომპანიების თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ ხიბლს შესძენს ამ პროექტს და ბაზარს,” – განაცხადა ზაზა გოგოტიშვილმა, სამშენებლო კომპანია “ანაგის” დამფუძნებელმა.
“ისანი პარკი” – ეს არის სრულყოფილი უბანი, მორგებული მომავალი მობინადრეების კომფორტულ ცხოვრებაზე.
პროექტის მშენებლობა 2024 წელს დაიწყება და 4 წელს გასტანს. S