დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა აპრილში 20.4%-ით შემცირდა

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა აპრილში 20.4%-ით შემცირდა

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა აპრილში 20.4%-ით შემცირდა. ასეთია ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემები, რაც ნათლად აჩვენებს, თუ რა დაუჯდა ქვეყანას პანდემიის გამო დაწესებული საკარანტინე შეზღუდვები, რის გამოც ყველა ბიზნესი იყო დახურული გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დაწესებულებისა.

“აპრილის მონაცემები მშპ-ს მკვეთრი შემცირების შესახებ, ბრიტანეთში რეკორდული მაჩვენებელია რაც კი ოდესმე ყოფილა. ეს მაისის თვესთან შედარებით სამჯერ დიდია და თითქმის ათჯერ დიდია კორონავირუსამდელ პერიოდთან შედარებით. აპრილში ბრიტანეთის ეკონომიკა 25%-ით ნაკლები იყო, ვიდრე თებერვალში“, – განაცხადა სტატისტიკოსმა ჯონათან ეთოუმ.

მონაცემები იმაზე უარესი იყო, ვიდრე ელოდებოდნენ, ეკონომისტების მოლოდინი დაახლოებით 18.4% იყო.

მანამდე კი OECD აცხადებდა, რომ დიდი ბრიტანეთი განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად დაზარალდებოდა პანდემიის შედეგად. ორგანიზაციის 2020 წლის პროგნოზი ამ ქვეყანაში მშპ-ის 11.5%-იანი ვარდნაა. შედარებისთვის, იტალიაში მოსალოდნელია 11.3%-იანი შემცირება, აშშ-ში კი 7.3%-იანი ვარდნა.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა, 2020 წლის პირველ კვარტალში 10.4%-ით შემცირდა, საფრანგეთის ეკონომიკა 5.8%-ით, ხოლო იტალიის 4.7%-ით.

ბრიტანეთის მონაცემების ფონზე ევროპული საფონდო ბირჟები დაეცა: ლონდონის საფონდო ბირჟა 1.15%-ით, STOXX Europe 600 – 4.10%-ით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.