დონალდ და მელანია ტრამპებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

დონალდ და მელანია ტრამპებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და პირველ ლედის მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

ცნობისთვის, რამდენიმე საათით ადრე ტრამპის მრჩეველ ჰოუფ ჰიკსსაც კოვიდ-დადებითი უჩვენა ტესტმა. სწორედ ჰიკსთან ერთად იმყოფებოდა ამერიკის პრეზიდენტი გასულ კვირას.

როგორც თეთრი სახლის ექიმი შონ კონლი აცხადებს, პრეზიდენტის და პირველი ლედის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი სახლში რჩებიან.

მისივე განცხადებით, ტრამპი გააგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას შეფერხების გარეშე გამოჯანმრთელების პროცესის პარალელურად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *