დუბაი, სამსახურიდან წასული მდიდარი უცხოელების მოსაზიდად პროექტს იწყებს

დუბაი, სამსახურიდან წასული მდიდარი უცხოელების მოსაზიდად პროექტს იწყებს

ნავთობის ინდუსტრიასა და ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკის მქონე დუბაიში უკვე წლებია, რაც მოსახლეობის რაოდენობა მცირდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში, დუბაის მკვეთრი ვარდნა აქვს დასაქმებულთა რაოდენობის მხრივაც, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე იქ მცხოვრები ემიგრანტები, დუბაის დატოვებაზეც დაფიქრდებიან. შეგახსენებთ, დუბაის მოსახლეობის 90%-ს უცხოელები შეადგენენ. 

მოსახლეობის შემცირებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შესაჩერებლად, 55 წელს გადაცილებული უცხოელებისთვის, დუბაიმ ორი წლის წინ დაწყებული პროექტი აღადგინა. აღნიშნული პროექტის მიხედვით, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, 55 წელს გადაცილებულ უცხოელებს 5-წლიანი განახლებადი ვიზის მიღება შეეძლებათ.

კრიტერიუმები კი შემდეგია: 

ყოველთვიური შემოსავალი 20,000 დირჰამს უნდა შეადგენდეს ($5,445);

დანაზოგები 1 მლნ დირჰამს უნდა უდრიდეს;

უნდა ფლობდეს დუბაიში 2 მლნ დირჰამის ტოლფას უძრავ ქონებას;

მსურველმა აღნიშნული კრიტერიუმებიდა, ერთ-ერთი უნდა დააკმაყოფილოს.

დუბაი პენსიონერთათვის საკმაოდ ძვირი შეიძლება აღმოჩნდეს, რის გამოც, შესაძლოა უფრო მეტი უპირატესობა მიანიჭონ ამ მხრივ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ესპანეთი, კოსტა-რიკა და მალაიზია, სადაც ცხოვრება და სამედიცინო ხარჯები ნაკლებად ძვირია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *