დუბაიმ მომავალი ათწლეულისთვის $8.7-ტრილიონიანი ეკონომიკური გეგმა შეიმუშავა

დუბაიმ მომავალი ათწლეულისთვის $8.7-ტრილიონიანი ეკონომიკური გეგმა შეიმუშავა

დუბაიმ $8.7-ტრილიონიანი ეკონომიკური გეგმა შეიმუშავა, რომელიც მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, მისი გლობალური ფინანსური ცენტრის გასაძლიერებლად, საგარეო ვაჭრობისა და ინვესტიციების გაორმაგებას ითვალისწინებს. დუბაი არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესი ქალაქი, ახლო აღმოსავლეთის ბიზნესისა და ფინანსური ცენტრია.

მზარდი რეგიონული კონკურენციის ფონზე, დუბაი საერთაშორისო კომპანიების მოზიდვას ბოლო პერიოდია, აქტიურად ცდილობს. ეკონომიკური გეგმის მიზანია, 2033 წლისთვის, საგარეო ვაჭრობამ 25.6 ტრილიონ დირჰემს ($7 ტრილიონი) მიაღწიოს. გარდა ამისა, დუბაი ყოველწლიურად 60 მილიარდი დირჰემის ($16 მილიარდი) უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზეც მუშაობს.

დუბაის ეკონომიკამ პოსტპანდემიური აღდგენა 2022 წლიდან განაგრძო, როდესაც გასული წლის პირველ ცხრა თვეში წლიურმა ზრდამ 4.6% შეადგინა. თუმცა დუბაის გრძელვადიანი ზრდის გეგმის ფონზე, ეკონომისტების გლობალური პროგნოზები არცთუ ისე სახარბიელოა. საერთაშორისო მონეტარული ფონდის მოლოდინით, მსოფლიო ეკონომიკის მესამედი წელს რეცესიაში აღმოჩნდება, ეკონომიკური შენელება კი ერთდროულად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპასა და ჩინეთშია მოსალოდნელი.

დუბაი ათწლეულზე მეტია, რაც რეგიონის კომერციულ დედაქალაქს წარმოადგენს, თუმცა ამჟამად საუდის არაბეთი პრინც მუჰამედ ბინ სალმანის Vision 2030-ის განვითარების გეგმის ფარგლებში, ქალაქის ბიზნესისა და სავაჭრო როლის კიდევ უფრო გაფართოებაზე მუშაობს. დუბაიმ საკანონმდებლო ცვლილებებიც მიიღო და უცხოელი ინვესტორებისა და ტალანტის მოსაზიდად სოციალური შეზღუდვებიც მოხსნა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *