Dune-ის მეორე ნაწილი 2024 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პრემიერაა

Dune-ის მეორე ნაწილი 2024 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პრემიერაა

ფრენკ ჰერბერტის სამეცნიერო ფანტასტიკურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმის, Dune-ის მეორე ნაწილი 2024 წლის ყველაზე შემოსავლიანი პრემიერა გახდა. კინოსურათმა შაბათ-კვირის გახსნაზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის სალაროებში $81.5 მილიონი გამოიმუშავა.

პრემიერამდე, Box Office Pro-ს მკვლევრები, Dune 2-სთვის გახსნის უიქენდზე სალაროებში $80.9-მილიონიან შემოსავალს პროგნოზირებდნენ. Warner Bros. Discovery კი, რომელმაც ფილმი Legendary Entertainment-თან პარტნიორობით გამოუშვა, მხოლოდ $65 მილიონის მიღებას ვარაუდობდა. თუმცა, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, Dune 2-ის წინასწარი გაყიდვებიც მკვეთრად აღემატებოდა ფილმის პირველ ნაწილისას, რომელმაც მთლიანობაში გლობალურად $400 მილიონი გამოიმუშავა.

შედეგად, Dune 2-ის პრემიერა ყველაზე მაღალშემოსავლიანი დებიუტია ტეილორ სვიფტის ტურნეს შესახებ გადაღებული ფილმის – Taylor Swift: The Eras Tour-ის გამოშვების შემდეგ, რომლის შემოსავალმაც გასული წლის ოქტომბერში $93.2 მილიონს მიაღწია.

Dune-ის მეორე ნაწილმა ეს მაჩვენებელი კინოს სალაროებში საკმაოდ დაბალი შედეგების ფონზე დააფიქსირა. კერძოდ, 25 თებერვლის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბილეთების გაყიდვები 18%-ით იყო შემცირებული.ცნობისთვის, წელს გამოსულ არცერთ ფილმს, საშინაო დებიუტისას, $50 მილიონისთვის არ გადაუჭარბებია.

Dune-ის წარმატებას ხელი კრიტიკოსთა შეფასებებმაც შეუწყო. Rotten Tomatoes-ს მიხედვით, ფილმის მეორე ნაწილს რეკომენდაცია კრიტიკოსთა 94%-მა გაუწია. Dune-ის პირველი ნაწილი 2021 წელს გამოვიდა, მთავარ როლებს ზენდეია და ტიმოთი შალამე ასრულებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *