Dyson-მა ჰაერის ფილტრის მქონე ყურსასმენი გამოუშვა

Dyson-მა ჰაერის ფილტრის მქონე ყურსასმენი გამოუშვა

წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით სახელგანთქმულმა კომპანიამ, Dyson-მა ჰაერის ფილტრის მქონე ყურსასმენი, The Zone-ი წარადგინა. ფუტურისტული დიზაინის მქონე ეს ყურსასმენი ორი ნაწილისგან შედგება: გარეშე ხმის ჩახშობის ტექნოლოგიის მქონე ყურსასმენისა და მისამაგრებელი ზარადისგან, რომელიც რეალურად, მცირე ზომის ვენტილატორსა და ჰაერის ფილტრს აერთიანებს – ამ კონსტრუქციის მიზანია, მომხმარებლები ჰაერის დაბინძურებისაგან დაიცვას.

რაც უნდა უცნაური იყოს, ამ მოწყობილობაზე მუშაობა კომპანიამ პანდემიამდე,  ექვსი წლის წინ დაიწყო. ამასთანავე, The Zone-ი კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი აუდიომოწყობილობაა – ეს არის „ყურსასმენი, რომელიც სუფთა ჰაერსა და სუფთა მუსიკას წარმოქმნის“.

საინტერესოა, რომ ყურსასმენი ტექნოლოგიურადაც განვითარებულია: ჰაერის ფილტრაციის სისტემას ოთხი განსხვავებული სიჩქარე აქვს, რაც მიანიშნებს, რომ მისი გამოყენება სირბილის დროსაც შეიძლება და ამასთანავე, ყურსასმენს მოყვება აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლის რეგიონში ჰაერის ხარისხს ზომავს.

Dyson Zone-ი ბაზარზე წელს გამოჩნდება, მაგრამ მოწყობილობის ფასი, ჯერჯერობით, უცნობია.