eBay-ს სარეკლამო ბიზნესი $9.2 მილიარდად გაიყიდა

eBay-ს სარეკლამო ბიზნესი $9.2 მილიარდად გაიყიდა

მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ვებ-ბიზნესს ახალი მფლობელი ჰყავს. ნორვეგიული Adevinta კომპანია eBay-ს სარეკლამო ბიზნესს $9.2 მილიარდად ყიდულობს, რათა მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ კომპანია შექმნას.

eBay-ს შემოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს მისივე სარეკლამო კომპანია. 2020 წლის პირველ კვარტალში, კომპანიიდან $248 მილიონი შემოვიდა, რაც eBay-ს სრული შემოსავლის 10%-ია.

Adevinta-სა და eBay-ს შორის შეთანხმების მიხედვით, eBay $2.5 მილიარდს მიიღებს ნაღდი ვალუტის სახით, ასევე მიიღებს Adevinta-ს 540 მილიონ აქციას, რაც სარეკლამო კომპანიის აქციების 44%-ია.

“ეს ტრანზაქცია eBay-ს მომხმარებლებისთვის და მეწილეებისთვის ღირებულია და ამავდროულად კომპანიას აძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს სარეკლამო ბიზნესში,” – ამბობს eBay-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ჯეიმი იანონი.

აღსანიშნავია, რომ Adevinta-ს აქციები ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ 32%-ით გაიზარდა.