EBRD-მა ვაჭრობის ფინანსირებაში მის წამყვან პარტნიორად "თიბისი ბანკი" დაასახელა

EBRD-მა ვაჭრობის ფინანსირებაში მის წამყვან პარტნიორად "თიბისი ბანკი" დაასახელა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვაჭრობის ფინანსირების პროგრამამ, EBRD-ის 27 ბენეფიციარ ქვეყანაში მისი საუკეთესო პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტები დაასახელა.

საქართველოში EBRD-ის საუკეთესო პარტნიორად ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით “თიბისი ბანკი” დასახელდა.

2020 წელს პროგრამამ გააძლიერა მისი მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს ვაჭრობის გაძლიერებული დაფინანსებას, რაც რეკორდულ 1,5 მილიარდ ევროს შეადგენს წლის პირველ ხუთ თვეში.

EBRD-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2020 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში “ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის” მეშვეობით ბენეფიციარ ქვეყნებში გაცემული სესხების მოცულობამ 1.5 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც დაფინანსების რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს.

გამარჯვებული ბანკების გამოვლენისას, EBRD-ის საფინანსო მიმართულების მმართველმა დირექტორმა ფრანსის მალიჟმა განაცხადა, რომ ვაჭრობის ფინანსირება EBRD-ის რეგიონის წევრ ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინსტრუმენტია.

“ჩვენი პარტნიორი ბანკები ამ მიზნის მიღწევას შესაძლებელს ხდიან, ისინი კომპანიებს შესაძლებლობას აძლევენ რომ მოახდინონ ახალი ბაზრების იდენტიფიცირება და მათი ათვისება. ყოველწლიური დაჯილდოებით ჩვენ გვსურს ხაზი გავუსვათ იმ მიღწევებს, რაც ამ მიმართულებით 27 ქვეყანაში ჩვენს პარტნიორ ბანკებს აქვთ,”- განაცხადა მალიჟმა.

27 ქვეყანაში გამარჯვებული ბანკების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.