EBRD მიმდინარე წელს საქართველოში 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება

EBRD მიმდინარე წელს საქართველოში 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება

რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, EBRD თავის ანგარიშში მიუთითებს, რომ წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ლარი სტაბილურობას ინარჩუნებდა, მიუხედავად დროის გარკვეულ მონაკვეთში არსებული არასტაბილურობისა. 

EBRD მიმდინარე წელს საქართველოში 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი უცვლელია, როგორც 2018 წლისთვის, ასევე 2019 წლისთვისაც (4.5%). 

EBRD აღნიშნავს, რომ გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი ზრდა 5.4%-მდე დაჩქარდა. თუმცა, წლის პირველ 9 თვეში ზრდა 4.8%-მდე შენელდა, ხოლო აგვისტოში მშპ მხოლოდ 2%-ით გაიზარდა. ბანკი აღნიშნავს, რომ ეკონომიკურ ზრდაზე დადებით გავლენას ახდენს ტურისტების ნაკადი და FDI, მიუხედავად წლიური შემცირებისა. 

რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, EBRD თავის ანგარიშში მიუთითებს, რომ წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ლარი სტაბილურობას ინარჩუნებდა, მიუხედავად დროის გარკვეულ მონაკვეთში არსებული არასტაბილურობისა. 

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში EBRD-მა პროგნოზი აზერბაიჯანს და თურქეთს შეუმცირა. 

სომხეთი: ზრდის პროგნოზი – 5.5% (ცვლილება +2%) 

აზერბაიჯანი: ზრდის პროგნოზი – 1.5% (ცვლილება -1%) 

ბელარუსი: ზრდის პროგნოზი – 3% (ცვლილება 0%)

მოლდოვა: ზრდის პროგნოზი – 4% (ცვლილება +0.5%) 

უკრაინა: ზრდის პროგნოზი – 3.5% (ცვლილება +0.5%)

თურქეთი: ზრდის პროგნოზი – 3.6% (ცვლილება -0.8%)

რუსეთი: ზრდის პროგნოზი – 1.5% (ცვლილება 0%). 

რაც შეეხება ცენტრალური აზიის რეგიონს, 2018 წლის პროგნოზი შემდეგია: 

ყაზახეთი -4%

ყირგიზეთი – 2.7%

ტაჯიკეთი – 6.1%

თურქმენეთი – 6.2%

უზბეკეთი – 5%

მონღოლეთი – 6.1%

ორივე რეგიონში, 2019 წლისთვის, EBRD-ის პროგნოზი ყველაზე მაღალი მონღოლეთშია და 6%-ს შეადგენს, ყველაზე დაბალი კი თურქეთში – 1%. ბანკი აღნიშნავს, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც EBRD ინვესტიციებს ახორციელებს, ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილურია, გამონაკლისია მხოლოდ თურქეთი, სადაც ზაფხულში ლირა რეკორდულად გაუფასურდა, რამაც გააუარესა ინვესტორების მოლოდინები, საპროცენტო განაკვეთები კი გაზარდა. ჯამში, წინა პროგნოზთან შედარებით, EBRD-ის საშუალო პროგნოზი 38 ეკონომიკაში შემცირდა მიმდინარე წლისთვის 0.1%-ით, მომდევნო წლისთვის კი 0.6%-ით, რასაც ბანკი თურქეთის ეკონომიკური შენელებით ხსნის. 2018 წლისთვის 40-მდე ქვეყანაში ზრდის საშუალო პროგნოზი 3.2%-ს შეადგენს, მომდევნო წლისთვის კი 2.6%-ს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.