ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა TANAP-ის პროექტისთვის $500 მილიონი გამოყო. პროექტის საერთო ღირებულება $8,6 მილიარდია, მსოფლიო ბანკმა პოექტში $800 მილიონის ინვესტიცია განახორციელა, აზიის ინფრასტრუქტურული განვითარების ბანკმა კი $600 მილიონის. პროექტის $2 მილიარდით დაფინანსებას გეგმავს EIB, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება საფინანსო ინსტიტუტს ჯერ არ მიუღია.
სამხრეთის გაზის დერეფანს საფუძველი 2015 წლის მარტში ჩაეყარა. 1 850 კმ-ის სიგრძის TANAP-ის მილსადენი წლიურად 16 მლრდ მ 3 ბუნებრივ გაზს გაატარებს. აქედან, დაახლოებით 6 მლრდ მ 3 თურქეთისთვისაა განკუთვნილი, ხოლო დარჩენილი 10 მლრდ მ 3 TAP-ის მეშვეობით მიეწოდება ევროპას.
შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 2 მილიარდის დოლარის ინვესტიცია საქართველოში განხორციელდება.