EBRD თბილისისთვის 50 მლნ ევროს გამოყოფას განიხილავს

EBRD თბილისისთვის 50 მლნ ევროს გამოყოფას განიხილავს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თბილისისთვის 50 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას განიხილავს. აღნიშნული თანხა თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებისთვის იქნება განკუთვნილი. კერძოდ, თანხით დედაქალაქისთვის დამატებითი ავტობუსების შეძენა უნდა მოხდეს. ავტობუსები 12 მეტრიანი იქნება. დაფინანსების დამტკიცების შემთხვევაში, თბილისი თანხას ორ ტრანშად მიიღებს: თავდაპირველად 35 მლნ ევროს მოცულობით, ხოლო შემდეგ კი დამატებით 15 მლნ ევროს მოცულობით. თანხა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადაეცემა.

თანხის გამოყოფა პროექტის “მწვანე ქალაქის კონცეფციის” ფარგლებში ხდება. EBRD-ის დაფინანსებით ახალი ავტობუსების შეძენა უკვე მოხდა თბილისსა და ბათუმში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.