აგვისტოში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 77 პროცენტით გაიზარდა

აგვისტოში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 77 პროცენტით გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის აგვისტოში საქართველოდან ევროკავშირში 68 მლნ დოლარის საქონელი გავიდა, რაც 77%-ით (29 მლნ დოლარით) მეტია 2018 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე. ექსპორტის ზრდა ძირითადად რუმინეთმა და ბულგარეთმა განაპირობა. მიმდინარე წლის აგვისტოში ბულგარეთში 25 მლნ დოლარის საქონელი გავიტანეთ, როცა გასული წლის აგვისტოში ბულგარეთში ექსპორტი მხოლოდ 7 მლნ დოლარი იყო. რუმინეთში 16 მლნ დოლარის საქონელი გავიტანეთ, როცა გასული წლის აგვისტოში რუმინეთში მხოლოდ 162 ათასი დოლარის ექსპორტი განვახორციელეთ. 3 მლნ დოლარით შემცირდა ექსპორტი მალტაში, ხოლო 2 მლნ-ით ნიდერლანდებში.

8 თვის ჯამში, იანვარ-აგვისტოში, საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 25%-ით გაიზარდა და ჯამში 571 მლნ დოლარი შეადგინა.

აგვისტოში 12%-ით (5 მლნ დოლარით) შემცირდა ექსპორტი რუსეთში, თუმცა 8 თვის ჯამში ზრდა 21%-ია. უკრაინაში ექსპორტი 17%-ით (2.5 მლნ დოლარით) გაიზარდა, სომხეთში 35%-ით (9 მლნ დოლარით). ექსპორტი შემცირდა, ჩინეთის (-9 მლნ) და თურქეთის მიმართულებით (-1 მლნ).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *