ეკონომიკის მინისტრის პოსტზე, სავარაუდოდ, გიორგი ქობულიას კანდიდატურა დასახელდება

ეკონომიკის მინისტრის პოსტზე, სავარაუდოდ, გიორგი ქობულიას კანდიდატურა დასახელდება

BMG-ის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულიას კანდიდატურა დასახელდება. იგი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის და შემდგომ ამერიკული ემორის კურსდამთავრებულია. ქობულია 2001 წლიდან დღემდე მსოფლიოში უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანია “მაქკინზის” (McKinsey) გუნდის წევრია და დღეს უფროსი პარტნიორის რანგშია McKinsey-ის მოსკოვის ოფისში, სადაც საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა კომპანიას უწევს კონსულტირებას: ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირის, მეტალურგიული სექტორის და ასევე წიაღისეულის მომპოვებელ-გადამმუშავებელ კომპანიებს, რაც მოიცავს მათ ორგანიზაციულ ტრანსფორმაციას, სტრატეგიის შემუშავებას, შესყიდვების მწყობრი სისტემის დანერგვას და მრავალ სხვა მიმართულებას. 

ვიდრე McKinsey-ის შეუერთდებოდა, ქობულია საქართველოს კარდიოლოგიის ინსტიტუტის კარდიოლოგი იყო. იგი ასევე უმსხვილესი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Merck, Sharp & Dohme-ის მეცნიერ-თანამშრომელიც იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.