ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას ამერიკელი ინვესტორების ყურადღება მიპყრობილი იქნება მსხვილი კომპანიების შემოსავლებისკენ. კერძოდ, ელოდებიან Cisco Systems-ის, Twitter-ის, General Motors-ის, Pepsi-ს, Coca-Cola-ს, AstraZeneca-ს და Walt Disney-ის 2020 წლის მეოთხე კვარტლის შედეგებს. მათ მონაცემებთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინები არსებობს, რაც  2021 წლის პროგნოზებზეც დადებითად აისახება.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას, ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მხარდაჭერილი $1.9 ტრილიონიანი დახმარების პაკეტისთვის შესაბამისი მზადება მიმდინარეობს კონგრესში მას შემდეგ, რაც ის სენატმა დაამტკიცა. ამ პაკეტის საბოლოოდ ამოქმედება ინფლაციის დონეზეც აისახება. ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ ინფლაციის ზრდა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ფედერალური სარეზერვო სამსახური პროგნოზირებს.

ამასობაში სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს ოთხშაბათის ვებინარზე, რომელსაც ნიუ-იორკის ეკონომიკური კლუბი უმასპინძლებს, ხუთშაბათს კი უმუშევრობის განახლებულ მაჩვენებლებსაც გამოაქვეყნებენ.

რაც შეეხება ევროპას, დიდ ბრიტანეთში მოსალოდნელია მეოთხე კვარტლის მშპ-ის გამოქვეყნება. ეკონომისტები 0.5%-იან კვარტალურ ზრდას პროგნოზირებენ. შეგახსენებთ, ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე შეამცირა, მაშინ როდესაც ნოემბერში 7.25%-ს ვარაუდობდნენ. გარდა ამისა, ბრიტანეთში გამოქვეყნდება დეკემბრის თვის სავაჭრო ბალანსი და ინდუსტრიული წარმოების მაჩვენებლები. საფრანგეთში უმუშევრობის განახლებულ მონაცემებს გამოაქვეყნებენ, ხოლო რუსეთში უცხოური რეზერვების მოცულობას.

იტალიაში კი მარიო დრაგის, რომელიც 2011-2019 წლებში ევროპის ცენტრალურ ბანკს ხელმძღვანელობდა, ახალი მთავრობის ფორმირება ევალება. ინვესტორები იმედოვნებენ, რომ დრაგი ისეთ რეფორმებს განახორციელებს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს. ასე რომ ინვესტორებს დრაგის მიმართ დიდი მოლოდინები აქვთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.