ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 105-ე ადგილზეა

ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 105-ე ადგილზეა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი ფულის მსყიდველობითი უნარის (PPP) გათვალისწინებით 11 742 (PPP) დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით საქართველომ 191 ქვეყანას შორის 109-ე ადგილი დაიკავა. 2018 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 11 600 (PPP) დოლარამდე შემცირდება, თუმცა რეიტინგში 105-ე ადგილზე გადავინაცვლებთ.

ერთ მოსახლეზე შემოსავალი ყველაზე მაღალი კატარაშია – 128 487 დოლარი, მეორე ადგილზე ლუქსემბურგია 109 199 დოლარით. ყველაზე ღარიბი ქვეყანა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა წლიური 712 დოლარით. ბოლოდან მეორეზე ბურუნდია 733 დოლარით.

შემოსავლების მიხედვით საქართველოსთან ყველაზე ახლოს ეკვადორი (11 732 დოლარი) და ნამიბიაა (11 516 დოლარი).

ცხრილი: ერთ მოსახლეზე ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები 2018 წელს

 

ქვეყანა

PPP დოლარი

1

კატარი

128,487

2

ლუქსემბურგი

109,199

3

სინგაპური

98,255

4

ბრუნეი

81,612

5

ირლანდია

77,670

6

ნორვეგია

74,318

7

გაერთიანებული ემირატები

70,262

8

კუვეიტი

66,982

9

შვეიცარია

64,988

10

ჰონგ კონგი

64,794

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი