EuroDIG-ზე ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შესაძლებლობას განიხილეს

EuroDIG-ზე ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შესაძლებლობას განიხილეს

Blockchain ტექნოლოგია მთელ მსოფლიოში კეთილდღეობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ახალ კარს ხსნის, – ამ სიტყვებით მიმართა EuroDig 2018-ზე შეკრებილ საზოგადოებას Bitfury ჯგუფის დირექტორმა ვლადისლავ რადიშმა.  

ყოველწლიურ გლობალურ კონფერენციაზე აქცენტი ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზეც გაკეთდა. რადიშის განცხადებით, Bitfury-ს მთავარი მისიაა ხელი შეუწყოს ინოვაციებს ყველა სექტორში ბლოკჩეინის უსაფრთხო სისტემების განვითარებით.  

“ინტერნეტი ჩვენ სამყაროს ერთმანეთთან აკავშირებს, ბლოკჩეინი კი ინტერნეტის ის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს იცავს. ტექნოლოგიის მომავალი თქვენზეა, მისი მომავალი ახალგაზრდა თაობას ეკუთვნის”, – განაცხადა რადიშმა. მისივე თქმით, ბლოკჩეინი შეძლებს შექმნას საიმედო ციფრული ტექნოლოგია.  

EuroDIG-ის გენერალური მდივნის განცხადებით, რადიშის სიტყვები ჯგუფის ინტერესს ზრდის ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მიმართ. 

“მოხარულები ვართ რომ კონფერენციაზე განვიხილავთ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შესაძლებლობებს. სიტყვით გამოსასვლელად სწორედ Bitfury ჯგუფის წარმომადგენელი შევარჩიეთ, რადგან ისინი ლიდერობენ ამ სფეროში, როგორც აქ საქართველოში, ასევე მსოფლიოში”.  

რადიშს ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს, EuroDIG 2018 ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით წელს თბილისში ტარდება.  

Bitfury ჯგუფი მსოფლიოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების წამყვანი კომპანიაა. The Bitfury Group შეიმუშავებს და აწვდის მომხმარებელს როგორც აღჭურვილობას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ აქტივების გადაადგილება ბლოკჩეინის ქსელში. 2017 წელს კომპანიამ Exonum წარადგინა Exonum არის პროგრამული უზრუნველყოფის ჩარჩო, რომელიც დაეხმარება ბიზნესებსა და მთავრობებს, უსაფრთხოდ და იოლად განახორციელონ Blockchain-თან დაკავშირებული იდეები. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.