ევროკავშირი ბიტკოინის ტრანსფერების კონტროლის გამკაცრებას გეგმავს

ევროკავშირი ბიტკოინის ტრანსფერების კონტროლის გამკაცრებას გეგმავს

ევროკავშირის მიერ წარდგენილი ახალი კანონის თანახმად, კომპანიები, რომლებიც ტრანზაქციებისათვის ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტას იყენებენ, ვალდებულნი იქნებიან, რომ გამგზავნისა და მიმღების შესახებ ინფორმაცია შეაგროვონ.

ახალი შეთავაზების თანახმად, კრიპტოგადარიცხვების მიკვლევა უფრო მარტივი გახდება. ევროკავშირის კომისრის განცხადებით, ეს ორგანიზაციას ფულის გათეთრების სქემებისა და ფინანსური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.

ახალი კანონის თანახმად, ასევე აიკრძალება ანონიმური კრიპტოგადარიცხვის საფულეები. თუმცა ევროკავშირის შეთავაზებას კანონად ქცევამდე დაახლოებით ორი წელი დასჭირდება, დახვეწის პროცესში კი მასში მრავალი ცვლილება შეიძლება შევიდეს.

ევროკავშირის კომისრის განცხადებით, კრიპტოგადარიცხვები ფინანსური ტერორიზმისა და ფულის გათეთრების ისეთივე გზა არის, როგორიც ფონდების მიერ თანხის ტრანზაქციები. შესაბამისად, მათ წინააღმდეგაც მსგავსი საკანონმდებლო ინსტრუმენტები უნდა გამოიყენონ.

გარდა ამისა, მან განმარტა, რომ ზოგიერთი კრიპტოსაფინანსო კომპანია უკვე ხელმძღვანელობს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონებით. შესაბამისად, ახალი კანონის მიზანი იმავე წესებისა და კანონების მთელ კრიპტოსექტორზე გავრცელება იქნება.

ახალი შეთავაზების მიხედვით, კომპანია, რომელიც კონკრეტული პირისათვის ტრანზაქციას შეასრულებს, ვალდებული იქნება, წარადგინოს ადრესატის სახელი, მისამართი, დაბადების თარიღი და ანგარიშის ნომერი. გარდა ამისა, კომპანიას მიმღების სახელის აღრიცხვაც დაევალება.

ევროკავშირის შეთავაზების კანონად ქცევისათვის, ორგანიზაციას წევრი სახელმწიფოების თანხმობა და ევროპული პარლამენტის მიერ კანონად დამტკიცება დასჭირდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *