ევროკავშირი საქალაქთაშორისო ინფრასტრუქტურის  გასაუმჯობესებლად საქართველოს დამატებით 3.9 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი საქალაქთაშორისო ინფრასტრუქტურის  გასაუმჯობესებლად საქართველოს დამატებით 3.9 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროპის კავშირი საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ქსელის გასაუმჯობესებლად დამატებით 3.9 მილიარდი ევროთი დაეხმარება. ამის შესახებ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ისაუბრეს.

აღნიშნული 3.9 მილიარდი ევროდან, 1.17 მილიარდი საქართველოს გრანტის სახით გამოეყოფა, ხოლო დანარჩენი – სესხად.

ევროკომისრის განცხადებით, კვლევებით დადგინდა, რომ საქართველოს ეკონომიკის მთავარი სისუსტე და გამოწვევა საგზაო ინფრასტრუქტურის  სიმცირე და გაუმართაობაა.

გარდა ამისა, ოლივერ ვარჰელიმ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, სამომავლოდ ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა დააანონსა.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა, ქვეყნის მშპ-ის თითქმის მესამედს შეადგენს და, ევროკომისრის განცხადებით, იგი ქვეყნის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

„ეს შეთანხმება გახლავთ საკმაოდ მნიშვნელოვანი, დიდი პაკეტი, თუმცა მისი განხორციელება ყოველი ჩვენგანისთვის უდიდეს სირთულეს წარმოადგენს. საქართველოსათვის ეს უდიდესი შესაძლებლობაა, ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ პროექტის სისრულეში მოსაყვანად“, – განაცხადა ევროკომისარმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *