ევროკავშირის ყველაზე ძვირი და იაფი ქვეყნები

ევროკავშირის ყველაზე ძვირი და იაფი ქვეყნები

Eurostat-მა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში სხვადასხვა პროდუქტისა თუ მომსახურების ფასები ერთმანეთს შეადარა და ყველაზე ძვირი და იაფი ქვეყნები გამოავლინა.

მონაცემები 2023 წლის მდგომარეობას ასახავს. ფასების დონე მიუთითებს ვალუტაზე, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ქვეყანაში ერთი და იმავე მოცულობის პროდუქტის შესაძენად.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე მაღალი ფასები ლუქსემბურგშია. იქ პროდუქტისა თუ მომსახურების ღირებულება ევროკავშირის საშუალოზე 52%-ით მაღალია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ლუქსემბურგში საშუალო შემოსავალი ევროპის ყველა დანარჩენ ქვეყანასთან შედარებით მაღალია.

იტალიაში არსებული ფასები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან ყველაზე ახლოსაა, მხოლოდ 1%-ით დაბალი.

რუმინეთში კი ევროკავშირის მასშტაბით პროდუქტი და მომსახურება ყველაზე იაფი ღირს. ამ ქვეყანაში ფასები EU-ს საშუალო მაჩვენებელზე 46%-ით დაბალია.

ფასების მიხედვით ერთმანეთს შემდეგი ქვეყნები ჰგავს: ნიდერლანდები და შვედეთი; ბელგია და ავსტრია; ესპანეთი და ესტონეთი; მალტა და სლოვენია; ლატვია და სლოვაკეთი.

ევროკავშირის ყველაზე ძვირი და იაფი ქვეყნები:
ქვეყანაფასები EU-ს საშუალოსთან შედარებით
ლუქსემბურგი+52%
ირლანდია+45%
დანია+43%
ფინეთი+28%
ნიდერლანდები+22%
შვედეთი+22%
ბელგია+18%
ავსტრია+18%
გერმანია+10%
საფრანგეთი+7%
იტალია-1%
ესპანეთი-6%
ესტონეთი-6%
კვიპროსი-7%
მალტა-9%
სლოვენია-9%
პორტუგალია-14%
საბერძნეთი-16%
ჩეხეთის რესპუბლიკა-17%
ლატვია-18%
სლოვაკეთი-18%
ლიეტუვა-23%
ხორვატია-28%
უნგრეთი-31%
პოლონეთი-37%
ბულგარეთი-43%
რუმინეთი-46%