ევროკავშირში გაყიდული ავტომობილების დაახლოებით 20% ელექტრომობილია  - ACEA

ევროკავშირში გაყიდული ავტომობილების დაახლოებით 20% ელექტრომობილია  - ACEA

სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მესამე კვარტალში ევროკავშირში გაყიდული ყოველი მეხუთე ავტომობილი ელექტრონული იყო. მონაცემების მიხედვით, წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მანქანების გაყიდვების მოცულობა თანდათან მცირდება.

ევროპის საავტომობილო მწარმოებლების ასოციაციამ (ACEA), რომელიც მსუბუქი ავტომობილების, სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების უმსხვილეს მწარმოებელს წარმოადგენს, განაცხადა, რომ ელექტრო- და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვის მონაცემები მთლიანი გაყიდვების 19%–ს აღწევს.

ელექტრომანქანების  გაყიდვების მოცულობა თითქმის 57%–ით გაიზარდა და 212,000 ერთეულს გაუტოლდა, ხოლო ჰიბრიდულ მოდელებზე მოთხოვნის ზრდამ 43% შეადგინა, რაც დაახლოებით 197000 ერთეულს უდრის. მიუხედავად ამისა, ზრდის ეს ტემპი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს თითქმის 10%–ით ჩამორჩება. გასულ წელს ევროკავშირში გაყიდული ყოველი მესამე ავტომობილი ელექტრო- ან ჰიბრიდული მოდელი იყო.

აღსანიშნავია, რომ ბენზინზე მომუშავე მანქანების გაყიდვების მოცულობა 35%–ით შემცირდა, თუმცა მთლიანი გაყიდვების 40%–ს მაინც შეადგენს. ამასთან მესამე კვარტალში 50 პროცენტული პუნქტით შემცირდა დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვების მოცულობაც.

საინტერესოა, რომ დაახლოებით ათი წლის წინ, დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომანქანების გაყიდვების მოცულობა ევროკავშირში გაყიდული მანქანების 50%–ზე მეტს უტოლდებოდა, მაგრამ მესამე კვარტალში ეს მაჩვენებელი 18%–მდე დაეცა.

ელექტრო- და ჰიბრიდულ მოდელებზე მოთხოვნის ზრდა, ერთი მხრივ, სამთავრობო სუბსიდიების შედეგია, მეორე მხრივ კი ევროკავშირის მიერ ნახშირბადის გამონაბოლქვზე დაწესებული ახალი რეგულაციების.

ევროკავშირი გლობალური დათბობის წინააღმდეგ საბრძოლველად სხვადასხვა ზომას მიმართავს, მათ შორისა ნახშირორჟანგის ნულოვანი ემისია 2050 წლისათვის.

 

ფოტო: REUTERS/Eric Gaillard