ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები
კორონავირუსის ის სახეობა, რომელიც როგორც მიიჩნევა, ესპანეთში წარმოიქმნა, ახლა ევროპის მასშტაბით ვრცელდება. ამას CNBC-ის ცნობით, ახალი კვლევა ადასტურებს.კვლევის ფარგლებში მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი აკვირდებოდა კორონავირუსის გენეტიკურ მუტაციას. კორონავირუსის თითოეულ სახეობას თავისი “გენეტიკური ხელწერა“ აქვს.როგორც მეცნიერები ამბობენ, ევროპის შემთხვევაში, იდენტიფიცირებულია ვირუსი – 20A.EU1, რომელიც პირველად ესპანეთში ივნისში დააფიქსირეს. ივლისის შემდეგ კი აღნიშნული ვირუსის სიხშირე 40%-ზე მეტი იყო ამ ქვეყანაში. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ახალი სახეობის შემთხვევები თანდათან გაიზარდა ივლისის შემდეგ შვეიცარიაში, ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში. ასევე ის დაფიქსირებულია ნორვეგიაში, ლატვიაში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთშიც.მკვლევარების თქმით, მათ არ აქვთ პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ახალი სახეობის ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სხვები, ასევე არ არის დამტკიცებული ის, რომ ახალი სახეობა უფრო მეტი სიმწვავით გამოირჩევა. თუმცა, ერთ რამეს მეცნიერები დანამდვილებით ამბობენ, რომ ამჟამად კორონავირუსის სხვადასხვა სახეობები ცირკულირებს ევროპის მასშტაბით.ცნობისთვის, ევროპაში კორონავირუსის უკვე 10 მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილია 274 000-ზე მეტი პაციენტი. ახალი ტალღის გამო, ევროპის ქვეყნებმა შემზღუდავი ზომები გაამკაცრეს. ასე მაგალითად, საფრანგეთმა სრული “ლოქდაუნი“ გამოაცხადა, გერმანიამ კი შედარებით მსუბუქი. 
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *