Fitch-მა 4 ქართულ ბანკს რეიტინგი დაუდასტურა

Fitch-მა 4 ქართულ ბანკს რეიტინგი დაუდასტურა

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა 4 ქართულ ბანკს რეიტინგი დაუდასტურა, მათ შორის შეიცვალა TBC-სა და საქართველოს ბანკის რეიტინგი. კერძოდ, აღნიშნული ბანკების გრძელვადიანი რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურამდე შეიცვალა, BB- დონეზე. ლიბერთი ბანკის რეიტინგი B+ დონეზე პროგნოზით სტაბილურია, ხოლო ProCredit-ის კი BB დონეზე პროგნოზით პოზიტიური.

ამასთან, Fitch-მა გადახედა BGEO ჯგუფის რეიტინგსაც და BB- დონეზე პროგნოზით პოზიტიური შეცვალა. აქამდე BGEO-ს პროგნოზიც სტაბილური იყო. 

Fitch აღნიშნავს, რომ ბანკებისთვის რეიტინგის პროგნოზის გაუმჯობესება ქვეყნის სუვენერული რეიტინგის გაუმჯობესებას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს Fitch-მა საქართველოს რეიტინგის პოზიტიური პროგნოზით შეცვალა. 

“საქართველოს ხელსაყრელი მაკროეკონომიკური სიტუაცია პოზიტიურ გავლენას იქონიებს საბანკო სექტორზე როგორც მიმდინარე, ასევე მომავალ წელს. მიმდინარე წელს საქართველოში მშპ-ს 4.6%-იან ზრდას ველოდებით, 2019 წელს კი 4.9% -ანს”, – აღნიშნავს Fitch.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.