ჯეფ ბეზოსი ერთ კვირაში $7.7 მილიარდით გამდიდრდა

ჯეფ ბეზოსი ერთ კვირაში $7.7 მილიარდით გამდიდრდა

Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონება ბოლო ერთ კვირაში $7.7 მილიარდით გაიზარდა და $126.2 მილიარდი შეადგინა. Forbes ვერსიით, ბეზოსი ამჟამად საკუთარ კომპანიაში 16%-ს ფლობს, რაც მისი ქონების 95%-ია. 20 აპრილიდან დღემდე Amazon-ის აქციების ფასი 5.7%-ით გაიზარდა, რამაც ბეზოსს დამატებით რამდენიმე მილიარდი მოუტანა. 

“ის რამაც, შესაძლოა, გუშინ ჩვენი აღფრთოვანება გამოიწვია, დღეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. Amazon მომხმარებლების კმაყოფილების ინდექსის მიხედვით, ამერიკაში პირველი კომპანიაა, თუმცა ჩვენ არ უნდა ვიყოთ არსებულით კმაყოფილები”, – წერს ინვესტორებს ჯეფ ბეზოსი. 

Amazon-ის აქციები IPO-ზე პირველად 1997 წელს გავიდა და მას შემდეგ თითოეული აქციის ფასი დაახლოებით 8 000%-ით გაიზარდა. გასულ წელს კომპანიის შემოსავლემა $177 მილიარდი შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.